საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ტელეკომპანიის თანახმად, ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.