ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჯექსონს ტორნადომ გადაუარა. სტიქიამ ათობით საცხოვრებელი შენობა დააზიანა. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ლუიზიანას შტატში, ტორნადოს წარმოქმნის საშიშროება კიდევ რამდენიმე ქალაქში არსებობს. ამასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობასაც პროგნოზირებენ. ცოტა ხნის წინ ამერიკის კონტინენტზე არქტიკული ქარბუქი მძვინვარებდა, რომელსაც თან ახლდა დიდთოვლობა და რეკორდულად დაბალი ტემპერატურა. არქტიკულმა ზამთარმა ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.