გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირმა ყველაფერი სცადა უკრაინაში ომის შესაჩერებლად, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მეზობელი ქვეყნის განადგურების მეტი არაფერი სურს. გერმანიის პირველმა დიპლომატმა აღნიშნული განცხადება პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა. როგორც ბერბოკმა აღნიშნა, პუტინის პოზიცია იყო მიზეზი იმისა, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ოფიციალური კიევისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის და ხალხის სიცოცხლის დაცვა.