უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ ხელმძღვანელის პეტრო კოტინის განცხადებით უკრაინას სურს გაერომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რუსეთთან შეთანხმების გარეშეც კი, მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს, რათა ბირთვულ ობიექტზე უსაფრთხოების ზონა შექმნას. უკრაინა გაეროს ზაპოროჟიეს ბირთვულ ობიექტზე მშვიდობისმყოფელების გაგზავნისკენ სექტემბრიდან მოუწოდებს.