მიხელ სააკაშვილის სიკვდილს არ დავუშვებთ,- ამ ლოზუნგით შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აშშ-ის, ევროკავშირის, უკრაინის დროშები და მიხელ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამება კრემლის დავალებით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებითვე, პროტესტი ყველა ქალაქში მუდმივად გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა აჭარის მთავრობის სახლთანაც გამართეს აქცია ლოზუნგით, “ნუ მოკლავთ კიდევ ერთ პრეზიდენტს“. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, ქვეყნის აღმშენებელ პრეზიდენტს კლინიკაში “ქართული ოცნება” აწამებს.