ამ წუთებში თბილისში მშვიდობის ხიდზე მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, რა განცხადებები გაკეთდა საპროტესტო აქციაზე - Palitra News

ამ წუთებში თბილისში მშვიდობის ხიდზე მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, რა განცხადებები გაკეთდა საპროტესტო აქციაზე

2023-01-04 20:23:36+04:00

თბილისში მშვიდობის ხიდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება. აქცია საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებით დაიწყო, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეება მშვიდობის ხიდიდან ბანერი - „მიშას სიცოცხლისთვის" გადმოფინეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და საზღვარგარეთ გამგზავრებაა.