საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია დაიწყო.
აქციაზე გაშალეს საქართველოსა და უკრაინის დროშები.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი პროექტორის მეშვეობით მთავრობის ადმინისტრაციის კედელზე გამოსახავენ მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათებს, რათა აჩვენონ “თუ როგორ გამოიყურებოდა ის პატიმრობამდე და როგორი არის ახლა”.
ამასთან, აქციის მონაწილეები გეგმავენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობას.
მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი არის მობილიზებული.