ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სოფელ ჭორვილაში დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ყოფილი პრემიერის სახლთან ადგილობრივები დახვდნენ, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ აძლევდნენ აქციის მონაწილეებს ბანერების და დროშების გაშლის საშუალებას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.