უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 260-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა ზაპოროჟიეს ოლქში. უწყების ცნობით, საუბარია 2 იანვარს, ზაპოროჟიეს ოლქის - ტოკმაკის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, პოლოგისა და ვასილივკას - დასახლებებში განხორციელებულ თავდასხმაზე. გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შედეგად განადგურდა საბრძოლო მასალის ორი შესანახი პუნქტი, 10-მდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და რუსი სამხედროების დისლოცირების 2 პუნქტი დაზიანდა.