დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდა. პატრიარქს დილიდან დაბადების დღეს ულოცავენ პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების წარომადგენლები. ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და რუსეთის პატრიარქი კირილი. ილია II , ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1977 წლის 23 დეკემბერს ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.