მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. ხაჭაპურიძე დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას მიმართავს თხოვნით, რომ ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან შეხება ჰქონდა, თანამდებობას ჩამოშორდნენ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.