ივანე ჩხაიძე - ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის - ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის - Palitra News

ივანე ჩხაიძე - ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის - ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის

2023-01-04 12:39:53+04:00

ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს - ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსი, გრიპი კი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.