კულტურის სამინისტრო ლევილის მამულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - Palitra News

კულტურის სამინისტრო ლევილის მამულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2023-01-04 12:36:00+04:00

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ საფრანგეთში ლევილის მამულის, კერძოდ, შატოს სხვენთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

კულტურის სამინისტრო ინფორმაციას ლევილის მამულში არსებულ მდგომარეობაზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებს.