2023 წლიდან ევროპაში ვიზიტი ფასიანი ხდება - რა უნდა იცოდეთ? - Palitra News

2023 წლიდან ევროპაში ვიზიტი ფასიანი ხდება - რა უნდა იცოდეთ?

2023-01-03 17:39:33+04:00

2023 წლიდან ევროპის მონახულება ფასიანი ხდება. 2023 წლის მაისიდან ETIAS-ის სავიზო პროგრამა ამოქმედდება. ETIAS არ არის იგივე, რაც ვიზა. ის უფრო სწრაფია, კეთდება ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას. თუმცა, დადგენილია მისი მიღების პროცედურა და ღირებულება, ისევე როგორც აშშ-ის ESTAS სქემაში.

18-დან 70 წლამდე ასაკის პირებისთვის ღირებულება 7 ევრო იქნება.

ETIAS - ეს არის ევროპის ქვეყნებში შესვლის მოთხოვნა შენგენის ზონაში ვიზისგან თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპის 30 ქვეყანაში.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც ETIAS-სს მოითხოვენ:

ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

ცნობისთვის, ETIAS-ის განაცხადს აქვს სამწლიანი ვადა.