მცირეწლოვანი, რომელიც ოკუპირებული ახალგორიდან სასწრაფოს საქართველოს ტერიტორიაზე გადმოჰყავდა, გზაში დაიღუპა. მისი მდგომარეობა, კრიტიკული იყო. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ახალგორში გადაასვენეს, მისი გარდაცვალების ფაქტზე კი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. ახლობლების ცნობით, წლინახევრის ბავშვს მაღალი სიცხეები ქონდა, რის გამოც ოჯახმა მისი თბილისში გადმოყვანა გადაწყვიტა, თუმცა ის გზაში დაიღუპა.