უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ჩულაკოვკას დასახლებულ პუნქტთან ოკუპანტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რუსების 500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა. გარდა ამისა, უწყების ცნობით, 1-ელ იანვარს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლების ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს რუს სამხედროებს. მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშის მიხედვით, უკრაინამ ბახმუტის დასაცავად მნიშვნელოვანი გაძლიერება მოახდინა და რუსეთის თავდასხმების სიხშირე დეკემბრის შუა რიცხვების პიკთან შედარებით შემცირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში რუსმა სამხედროებმა და „ვაგნერის“ მარიონეტულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო ქვეითთა თავდასხმების სიხშირე გაზარდეს, თუმცა ამ ოპერაციებიდან ბევრს სუსტი მხარდაჭერა ჰქონდა.