ოთარ შამუგიამ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ახალი წლის ღამეს ასრულებენ, შობა-ახალი წელი მიულოცა - Palitra News

ოთარ შამუგიამ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ახალი წლის ღამეს ასრულებენ, შობა-ახალი წელი მიულოცა

2023-01-03 15:13:51+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ახალი წლის ღამეს ასრულებენ, შობა-ახალი წელი მიულოცა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ, 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ. ასევე მყისიერად რეაგირებენ სამინისტროს ცხელ ხაზზე შესულ შეტობინებებზე.