მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სასჯელისგან გათავისუფლება კვლავ დღის წესრიგში დგას. ექსპრეზიდენტის სურვილია 9 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს შეურთდეს. ამასთან, უფლებადამცველისა და დედის განმარტებით, აუცილებელია პროცესები ყოველდღიურად ჩატარდეს, რადგან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდიბარე ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.
შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, დასაკითხთა სია საკმაოდ გრძელია, მათ შორის არიან საერთაშორისო და ქართველი ექსპეტები, რომლებიც დამატებით მნიშვნელოვან დეტალებზე აპირებენ საუბარს.
პრეზიდენტის მოსანახულებლად კლინიკაში მისი თანაგუნდელი კობა ნაყოფიაც იმყოფებოდა.