2023 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია იზრდება. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრ 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდა. 70 წლამდე პირთა პენსია 35 ლარით გაიზარდა და 295 ლარი გახდა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდა.
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური დახმარების ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით.