ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რაც სტალინმა დაუშვა.
ფინური მედიის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და 1939-1940 წლებში საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ზამთრის ომს შორის მსგავსებას ხედავს. ნიინისტე მიიჩნევს, რომ რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც უხეში შეცდომა დაუშვეს, როდესაც ჩათვალეს, რომ სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინასა და ფინეთს.
ნიინისტეს აზრით, კიდევ ერთი დაშვებული შეცდომა მცდარი გათვლა იყო, როდესაც რუსეთმა ჩათვალა, რომ ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა. მან საახალწლო მილოცვაში აღნიშნა, რომ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მხრიდან წელსაც გაგრძელდება.