შობისა და ახალი წლის მთავარ ტრადიციად სადღესასწაულო სიმღერების შესრულება ითვლება, რაც მეტ იდუმალებასა და ჯადოსნურობას მატებს დღესასწაულებს, რომლებიც ყოველთვის ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება.
Jingle Bells – ფრენკ სინატრა
ყველაზე ცნობილი საშობაო სიმღერა Jingle Bells, რომელიც კომპოზიტორმა ჯეისონ ლორდ პიერპოინტმა 1857 წელს შექმნა და One Horse Open Sleigh დაარქვა, სინამდვილეში მადლიერების დღეს ეძღვნებოდა, თუმცა, ამერიკელებს ისე ძალიან მოეწონათ კომპოზიცია, რომ მისი შესრულება საშობაოდაც გადაწყვიტეს. აქტუალურობა სიმღერამ ათწლეულების შემდეგაც შეინარჩუნა, მეტიც, Jingle Bells პრაქტიკულად ყველა ცნობილმა მუსიკოსმა შეიტანა საკუთარ რეპერტუარში, თუმცა ჰიტად მხოლოდ ფრენკ სინატრას შესრულებით იქცა.
All I Want For Christmas Is You – მერაია ქერი
თანამედროვე საშობაო კომპოზიციებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით მერაია ქერის All I Want For Christmas Is You სარგებლობს, რომელიც მის 1994 წელს გამოსულ საშობაო ალბომში შევიდა.
Happy New Year – ABBA
მართალია, შვედური ჯგუფის სიმღერას ცოტა ნაღვლიანი ტექსტი აქვს, მაგრამ სწორედ Happy New Year ითვლება ევროპული დღესასწაულების მთავარ ატრიბუტად.
Last Christmas – Wham!
ჯორჯ მაიკლისა და ენდრიუ რიჯლის უბერებელი კომპოზიცია Last Christmas, რომელიც დუეტმა 1994 წელს ჩაწერა, დღეს დღესასწაულების ერთგვარ ჰიმნად ითვლება.
Rockin’ Around The Christmas Tree – Johnny Marks and Brenda Lee
1985 წელს ჯონი მარქსის მიერ შექმნილმა კომპოზიციამ, რომელიც 13 წლის ბრენდა ლიმ შეასრულა განსაკუთრებული პოპულარობა ფილმის „მარტო სახლში“ წყალობით მოიპოვა.
Let It Snow – ფრენკ სინატრა
კიდევ ერთი სიმღერა ფრენკ სინატრას შესრულებით, სინამდვილეში 1945 წლის ზაფხულში დაწერა სემ კანმა. მართალია, კომპოზიცია არც შობას ეძღვნება, არც ახალ წელს, მაგრამ მაინც მთავარ სადღესასწაულო ჰიტად ითვლება.
Love’s Not Just For Christmas
მეცნიერების მტკიცებით, სწორედ Love’s Not Just For Christmas ითვლება საუკეთესო საშობაო სიმღერად, რადგან სენტიმენტალურ გრძნობებს აღვიძებს და პრობლემების მიუხედავად ყველას ერთნაირად აბედნიერებს.