ვატიკანში რომის ყოფილი პაპის ბენედიქტე XVI-ს სამოქალაქო პანაშვიდები დღეს იწყება. ყოფილი პონტიფექსის ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენეს, სადაც მსურველები პატივის მიგებას 3 დღის განმავლობაში შეძლებენ. დაკრძალვის ცერემონია კი ხუთშაბათს, წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება, მას მოქმედი პაპი ფრანცისკე წარუძღვება. ბენედიქტეს ბაზილიკის ქვეშ დაკრძალავენ.
ბენედიქტე XVI 31 დეკემბერს 95 წლისა ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაიცვალა. ის კათოლიკურ ეკლესიას 2005-2013 წლებში მართავდა, ტახტიდან კი „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“ გადადგა. ბოლო 600 წლის განმავლობაში ის პირველი პაპი გახდა რომელმაც თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.