ბრაზილიაში პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას ინაუგურაცია გაიმართა - Palitra News

ბრაზილიაში პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას ინაუგურაცია გაიმართა

2023-01-02 13:04:54+04:00

ბრაზილიაში პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლულამ ფიცი კონგრესში დადო. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ გაკოტრებულ ქვეყანას იბარებს. ლულამ ბოლსონარუ კორონავირუსის პანდემიისადმი დამოკიდებულების გამო, რის შედეგადაც ქვეყანაში ვირუსისგან 680 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბრაზილიელების გენოციდში დაადანაშაულა. ლულამ ასევე პირობა დადო, რომ ქვეყანას გააერთიანებს. თავად ბოლსონარუ ინაუგურაციას არ დასწრებია.

ლულა ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას მესამედ იკავებს. ის ქვეყანას 2003-2010 წლებში მართავდა. შემდეგ კი ციხეში კორუფციის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, თუმცა მისი განაჩენი 2021 წელს გაუქმდა.