იუსტიციის მინისტრმა ახალი წლის დადგომა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა. რატი ბრეგაძემ ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. მინისტრმა გამოხატა რწმენა, რომ ახალი 2023 წელი ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის წელი იქნება.