პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა იზრდება. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, წელს 70-ზე მეტი წლის ადამიანები 365 ლარს მიიღებენ, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლები - 440 ლარს. ასევე, დაგეგმილია ზრდა სოციალური დახმარებების კუთხით.
2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი იქნება. ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს ე.წ. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით. კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დახმარება გაორმაგდება და 2000 ლარი იქნება.