საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება, რადგან გლობალური ზრდის მთავარი ძრავები - აშშ, ევროპა და ჩინეთი - ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან.მისი თქმით, პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს, სავარაუდოდ, გლობალური ზრდის დონეზე ან მის ქვემოთ იქნება. „ჩვენ ველით, რომ მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიას განიცდის“, - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ. ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შეამცირა. მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა უკრაინის ომი, ინფლაციური ზეწოლა, ცენტრალური ბანკების მიერ შემუშავებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები და სხვა.