მინისტრის მოადგილემ ახალი წელი მოსახლეობას სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა - Palitra News

მინისტრის მოადგილემ ახალი წელი მოსახლეობას სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა

2023-01-02 12:13:38+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი იმართება. ის ადგილზე გაეცნო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას. ცენტრში 24-საათიან ცვლაში მომუშავე დისპეტჩერები მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს ახორციელებენ