აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართება - Palitra News

აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართება

2023-01-02 12:13:08+04:00

აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან დღეს აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტები არიან. არ მოკლა პრეზიდენტი- ამ ლოზუნგით ისინი ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან და მანქანების კოლონით, ყოფილი პრემიერის სახლთან მივლენ.