2023 წლის 1 იანვრიდან რამდენიმე კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდა. სანქციები გამკაცრდა ცივი იარაღის ტარებაზე. სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 500 ლარით დაჯარიმებას და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
1 იანვრიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასურიც გაიზარდა. მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება. ავტომობილის სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 80 ლარი ეღირება. დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენის ფასი ასევე 80 ლარი იქნება.
კიდევ ერთი ცვლილება დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას შეეხება, 2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს