ახალი 2023 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს წარმატებული წელი უსურვეს.