"იმედი მაქვს, რომ მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას... რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს რომ ყველაფერი მშვიდობის გზით მოგვარდება..." - პატრიარქი საახალწლო მილოცვაში რუსეთ-უკრაინის ომზეც საუბრობს - Palitra News

"იმედი მაქვს, რომ მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას... რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს რომ ყველაფერი მშვიდობის გზით მოგვარდება..." - პატრიარქი საახალწლო მილოცვაში რუსეთ-უკრაინის ომზეც საუბრობს

2022-12-31 23:46:31+04:00

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სრულიად საქართველოს 2023 წლის დადგომა მიულოცა. საახალწლო მიმართვისას მან აღნიშნა, რომ იმედი აქვს საქართველოში ყველა მიმდინარე პროცესი მშვიდობიანად დასრულდება. პატრიარქი რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ მალე მშვიდობა დაისადგურებს.