საახლწლო ნაძვის ხის ტრადიცია საქართველოში 122 წელს ითვლის. ახალი წლის მთავარი სიმბოლო ქვეყანაში ყოველწლიურად საგანგებოდ ირთვება. განსხვავებულია დეკორაცია, დახარჯული ბიუჯეტი და საზოგადოების რეაქცია. წელს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 9 დეკემბერს საზემოდ აინთო. თუმცა საინტერესოა როგორი ტრანფორმაცია განიცადა საახალწლო სიმბოლომ 90-იანი წლებიდან დღემდე.