პოლიტიკური პროცესებით 2022 წელი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. საქართველოს შესაძლებლობა მიეცია ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსი მიეღო, ამისთვის ევროკოომისიამ ქვეყანას დავალების სახით 12 რეკომენდაცია გამოუგზავნა; ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო გაამართლა; ასევე, ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული; ქვეყანაში ვნებათათელვა გამოიწვია მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებამაც - ეს იმ მოვლენების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც 2022 წლის პოლიტიკური ამინდი განსაზღვრეს. "პალიტრანიუსის" გადამღები ჯგუფი კი მუდმივად იყო მოვლენების ეპიცენტრში.
თემაზე სიუჟეტი ჟურნალისტმა ნინი გოგოშვილმა მოამზადა.