მთავრობის კანცელარიასთან თავისუფლების ინსტიტუტმა, “ტაბულამ” და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ შემაჯამებელი აქცია გამართეს. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ქვეყანა 2023 წელს ისევ პრორუსული ხელისუფლებით ხვდება. მათი აზრით შემდეგ წელს საზოგადოება ერთი მიზნის, ევროინტეგრაციის გარშემო უნდა გაერთიანდეს.