უკრაინელი ამელია ანისოვიჩი ჯერ მხოლოდ 8 წლისაა, თუმცა, ის მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც ბომბებისგან დასაცავად, მეტროში შეხიზნულმა, სიმღერა Let It Go შეასრულა.
მოგვიანებით, როცა ამელიამ ოჯახთან ერთად ქვეყნიდან გასვლა შეძლო, მისი ნამღერი მაყურებელმა პოლონეთში დიდი სცენაზე იხილა.
ამჯერად კი ამალია საშობაო კონცერტზე გამოდიოდა, როცა მას დიდი სიურპრიზი მოუწყვეს და სიმღერის შესრულებისას სცენაზე ნამდვილი „ელზა და ანა“ გამოვიდნენ. ამელია ემოციებს ვერ მალავდა, როდესაც მოულოდნელად სცენაზე გამოვიდა ბრიტანელი მომღერალი სამანტა ბარკსი, რომელიც ელზას ფორმაში იყო გადაცმული. რაც შეეხება ანას, მისი გმირი ამჯერად ემილი ლეინმა განასახიერა. დარბაზში ამ ემოციურ მომენტს მაყურებელი ცრემლებითა და მხურვალე ოვაციებით შეხვდა.