მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე ქალაქ დმანისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. სტუმრებისთვის ყველაზე საინტერესო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საავიაციო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაცნობა აღმოჩნდა. მათ საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ასევე, სხვა სახის ტექნიკისა და შეიარაღების მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებისგან მიიღეს.