2022 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი შეადგინა. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის 2022 წლის შემაჯამებელი მიმოხილვის თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 357 ათასი ადამიანია. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2 917-მა ადამიანმა მათზე გაცემული თანხა, კი 7 მილიონ 347 ათას 693-ს შეადგენს. 2019 წლის პირველი იანვრიდან საპენსიო სააგენტოს მომგებიანობამ 40% 421 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდზე ინფლაცია 37.5% დაფიქსირდა.