პირველი იანვრიდან კომერციული ბანკები ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს .2020-22 წლებში ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადაყვანის კონცეფცია და ცვლილებები; დამტკიცდა „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი“ და ცვლილებები შევიდა შესაბამის ბრძანებებში. ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლასთან ერთად, შენარჩუნდება პარალელური ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე.