მთავრობის კანცელარიასთან თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ შემაჯამებელი აქცია გამართეს. ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ქვეყანა 2023 წელს ისევ პრორუსული ხელისუფლებით ხვდება.