ბრიტანეთში არსებული ჯანდაცვის ფირმის, Airfinity-ის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად ერთ დღეში საშუალოდ 9 000 ადამიანი იღუპება. ფირმის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსისთ დაინფირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრადაა გაზრდილი. ამასთან მსხვერპლთა რიცხვი გასული კვირის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, რაც სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებაზე მიუთითებს. Airfinity-ის განცხადებით, ჩინეთში დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ე.წ.ი „ნოლოვანი პოლიტიკის“ გაუქმებასა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე ჩინეთში კორონავირუსს სულ მცირე 100 000 ადამიანი ემსხვერპლა.