რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პირველ პირს სი ძინპინს შორის მოლაპარაკება გაიმართა. საუბრის მსვლელობისას კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჩინეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის იმედი აქვს. ამასთან, კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი მიზნად ისახავს გააძლიეროს თანამშრომლობა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის. თავის მხრივ ჩინეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის „მსოფლიოში შექმნილი რთული და არაერთგვაროვანი ვითარების“ პირობებში. ამასთან, პუტინმა ჩინელი კოლეგა გაზაფხულზე მოსკოვში ვიზიტით მიიწვია.