ბექა ოდიშარია სააკაშვილზე - პატიმარზე სარკაზმით საუბარი ჩემი ხასიათის ნაწილი არ არის, მაგრამ თუ ადამიანი თავს მოიწესრიგებს, შეიძლება დილა უთენია თქვენც არ მოგიკლათ გული - Palitra News

ბექა ოდიშარია სააკაშვილზე - პატიმარზე სარკაზმით საუბარი ჩემი ხასიათის ნაწილი არ არის, მაგრამ თუ ადამიანი თავს მოიწესრიგებს, შეიძლება დილა უთენია თქვენც არ მოგიკლათ გული

2022-12-30 19:49:42+04:00

მმართველ პარტიას ისევ არ სჯერა რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი მძიმე მეტალებითაა მოწამლული. ოცნების გუნდს კითხვები უჩნდება იმ ამერიკელი ტოქსიკოლოგის მიმართაც, რომელმაც სააკაშვილის მოწამვლის შესახებ სასამართლო სხდომაზე გუშინ ისაუბრა. სააკაშვილის საქმეზე სხდომების გაჭიანურების მცდელობაზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, სასჯელის გადავადებაზე საბოლოო დირექტივას ქვეყნის ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გასცემს. რას ამბობენ მხარეები და რა ვითარებაში გაგრძელდება საქმის განხილვა.