პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. კიდევ რა განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას.