საფეხბურთო ლეგენდის, პელეს, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პელეს სამშაბათს, 3 იანვარს, დაკრძალავენ.
დაკრძალვამდე მოეწყობა მსვლელობა, რა დროსაც, ლეგენდარულ ფეხბურთელს იმ რაიონში ჩაატარებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს.