ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ბიზნეს საქმიანობაში გასული და მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გლობალური პრიორიტეტია, რადგანაც ქალ მეწარმეებს შეუძლიათ შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
საინტერესოა, რა ეტაპზე ვართ დღეს ჩვენ, თუნდაც რა პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს გენდერული თანასწორობის ჭრილში. ოფიციალური მონაცემებით რომ ვიმსჯელოთ, არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, ქალების საშუალო ხელფასი საქართველოში 2021 წელს, მამაკაცების ხელფასს 53.5%-ით ჩამორჩება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ წელს საქართველო შეუერთდა თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას. ამით ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ შეიმუშავებს და გააუმჯობესებს მეთოდოლოგიას თანაბარი ანაზღაურების მონიტორინგისა და უზრუნველოყოფის შესახებ.
რამდენად მნიშვნელოვანია ქალების როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში? - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე