ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ 105 250 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთ დღე-ღამეში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 690 რუსი სამხედრო მოკლეს.
უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ, რუსული ძალების ქვეყანაში შეჭრის დღიდან მათი კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 3026 ტანკი, 6059 ჯავშანტექნიკა, 2010 ერთეული საარტილერიო სისტემა, 423 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 212 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 283 საბრძოლო თვითმფრინავი, 268 ვერტმფრენი, 1740 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 16 გემი/ნავი, 4683 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 180 ერთეული სპეცტექნიკა და 711 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.