თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებამ პირველი პაციენტი უკვე მიიღო. ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე თბილისში ჩასვლა უწევდათ. დღეიდან პაციენტები სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.
თიანეთის კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვიზებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, მხოლოდ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით სხავადსხვა რეგიონში 5 დიალიზის ცენტრი გაიხსნა .