უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი იყო. რუსულმა არმიამ, სარაკეტო იერიში კიევის დარნიცის რაიონზე მიიტანა, სადაც კერძო სახლები და საავადმყოფო დაზიანდა. 16 რაკეტა ჰაერსაწინაარმდგეო სისტემამ გაანადგურა. ქალაქის მერის თქმით, რუსეთი ახალი წლის წინა დღეებში უკრაინაში დეპრესიის პროვოცირებას ცდილობს. რუსების სამიზნე, ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის ენერგოსისტემაა.