როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი წლის დღეებში? - კახა კალაძე განცხადებას აკეთებს - Palitra News

როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი წლის დღეებში? - კახა კალაძე განცხადებას აკეთებს

2022-12-30 11:31:57+04:00

თბილისის მერი კახა კალაძის თქმით, 1-ელ და 7 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 3:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება.

როგორც დედაქალაქის მერმა 2022 წლისთვის, მთავრობის ბოლო სხდომაზე აღნიშნა, ის მადლობას უხდის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან საათებში იმუშავებენ.