ქვეყანაში პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა - Palitra News

ქვეყანაში პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა

2022-12-30 10:54:35+04:00

ქვეყანაში პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა. დამწვრობის ცენტრის დირექტორი, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს აფრთხილებს და ახსენებს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე დატანილი წესები მკაცრად უნდა დაიცვან.